1. რა დიდი სიკეთეა არა? ჯერ, ქუჩა-ქუჩა სდიო.

2. კომბლები თალო, რომ სადმე თუ შემოგხვდა, ან გამოიჭირე, თავი შუაზე გაუპო.

3.შენნაირ ბნელებს მოუწოდო, რომ ასეთებისგან დაიცვან ქართველობა.

4. ავადმყოფებად, ღმერთის საძულველ შვილებად მოიხსენიო.

5. პოლიციას მოუწოდო, რომ ეს გარყვნილები, არ დაიცვან, და ბოროტებასთან გააიგივო.

6. დააანონსო, რომ მათ, როცა დაიჭერ, ხელებს ქამრით შეუკრავ და კამერების წინ, უკვე მომარაგებული ქამრები აფრიალო. ლეგიონები და რაზმები შექმნა.

7. მორაგბეებს, მოჭიდავეებს, სამხედროებს მიმართო და წაახალისო, იძალადონ ლგბტქ ადამიანებზე.

8. მერე, მოყვე ზღაპარი, რომ ლგბტ თემს, კაცის მკვლელობა აქვს დაგეგმილი.

ვასაძის მოკლე კომენტარს გავშიფრავ აქვე.

ლევან ვასაძე :

“დაგეგმილი არის კაცის მკვლელობა იქითა მხარეს. უნდათ, ზვარაკად შეწირონ რომელიმე უბედური. ან, არასამთავრობოს წევრი, ან მამათმავალი და დაგვაბრალონ, ჩვენ.”

9. მერე, აფრთხილებ პოლიციას. აქვე, შენი სიტყვებით დავწერ, არ მეზარება.

ლევან ვასაძე :

-” მინდა გავაფრთხილო ჩვენი საყვარელი პოლიციელები. არაფერი შეგეშალოთ, ძმებო! კორდონების გარღვევისას ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენებს. იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში, ჩვენგან მიიღებთ პასუხს.”

საქართველოს ხელისუფლებას. ქართულ სახელმწიფოს ემუქრებოდით მსოფლიოში პირველი ,, კომბლების რევოლუციით”.

10. თალეთ და თალეთ კომბალი და ზიზღი ხალხში. თან იძახეთ, რაინდები ვართო.

(სპეციალურად, არც ერთ სიტყვას, არ ვსვამ ბრჭყალებში)

მე, იმ პრაიდის მომხრე არ ვყოფილვარ. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენი მსგავსი ფობიებით დაავადებულები, ვინმეს მოგვიკლავდნენ, ან დაასახიჩრებდნენ. ჩემთვის კი ადამიანი უპირველესია!

მე ხომ ქალი ვარ და შენ კაცი არა? მოინდომე და გამეჯიბრე ადამიანობაში, რაინდო.

მერე, უფრო, იმაზე უსინდისოდ მოიქცე. ან რა სინდისს გთხოვ 😁

წლებია, უფრო შორს არ წავალ. ბავშვები, ქალები, ის ჯარისკაცები (ყოფილი ჯარისკაცი არ არსებობს) მოხუცები შიმშილობენ და მათ რომ მიხედო, ხომ ხარ მართლმადიდებელი არა? მათ რომ მიეხმარო, იმის მაგივრად, რესურსებს სიბნელეში იქნევ. მერე, შენი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, შენივე ნებართვით, დახმარებას სთავაზობს და კიდევ ჰომოფობიური ტექსტით.

,, რაღაც უჭირს ამ ადამიანს, გარდა იმისა, რაც ისედაც უჭირს…. ტრანსგენდერი ქალი არ ვიცი, რას ნიშნავს, მაგრამ ეგ გამიტარებია” – წერს გარგოშია.

სასაცილოა და, არ ვიცი. რატომ აირჩიეთ ცხოვრება კომბლებსა და სხვადასხვა ზღაპრის გმირებთან გაიიგივოთ.

არც ის ვიცი, ამ გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, ვინმე თუ იკადრებს (ლგბტქ) ვგულისხმობ, თქვენი ე. წ. დახმარება მიიღოს.

მე, როგორც ყოველთვის, საკუთარ თავზე ვარ ხოლმე პასუხისმგებელი.

თავს შევაკლავ შენს მსგავს ბნელებს!

არ გაგიტარებთ, არც ლანძღვას, არც ძალადობას და ა. შ.

მილიარდი პრობლემა რომ შემიქმნათ, და არაერთხელ შეუქმნიათ, სხვებს! მაინც…

არ ვიცი, ვინმე თუ მიიღებს თქვენ შემწეობას.

რომ მოაძლიეროთ და შემდეგ, 17 მაისი იქნება თუ სხვა დღე, მოკლათ!
ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად.

მაგრამ ერთს გეტყვით ჯერ და, მერე გირჩევთ.

გეტყვი რომ – თავს შევაკლავ და არ დავემალები შენს მსგავს კაცთ – ადამიანთ მოძულეს.

გირჩევთ რომ – ჩამოყალიბდეთ და ისე თალოთ კომბალი.

პატივისცემით – თინა თაყაძე (ქართველობას ვინც გართმევს)

კომენტარები