ბოლშევიკური სიბრძნე” რომ თავში აზრად მოგივა და მერე თავი პოლიტიკოსი გეგონება!

 

ხაზარაძის “სიბრძნე“:

“უმცირესობა თავს ახვევს უმრავლესობას აზრს და იყვნენ თავისთვის, ვინ უშლით???”

„ლგბტ“-თემასთან დაკავშირებულ ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხა

“ბანიკრმა“ ხაზარაძემ.

საოცარია ეს ფრაზა: “იყვნენ თავისთვის”!

ანუ ხაზარაძის თქმით, ასეა არა??

იყვნენ თავისთვის. ისუნთქონ, ჰაერი ჩაყლაპონ, ისიც ჩუმად, მალვით, იარსებონ, ოღონდ რით იარსებონ??

ამაზე “ბანკირს” არ უფიქრია!

სად იმუშაონ???

არც ეს აინტერესებს ხაზარაძეს.

თანაც უნდა დაიმალონ ისე, სადღაც კუთხეში უჩინმაჩინის ქუდით?

ან რად უნდა იმუშაონ, მხოლოდ სექს -მუშაკებად???

თუ დაიმალებიან, ესე იგი მამუკა ხაზარაძე, ანუ იგივე “წვეთოვანზე შეერთებული სანდრო ბრეგაძე” მშვიდად იქნება???

ესე იგი ეს ადამიანები („ლგბტ“) აღარ იარსებებენ ამ ქვეყანაში?!

ანუ ხაზარაძე- ბრეგაძეს ურჩევნიათ იმეგობრონ დაფარულ “ულვაშებიან აგენტებთან.” ( ეს “ბებერი ჯაშუშები”ორმაგი ცხოვრებით, რომ ცხოვრობენ თავად და მთელი ცხოვრება რუსულ სპეც სამსახურებთან თანამშრომლობენ).

მათ უნდა იცხოვრონ ამ საზოგადოებაში ბედნიერად და მევახშეობით, პოლიტიკაში ფულის კეთებით ხალხის ხარჯზე – პოპულისტური განცხადებებით, ერთ წრეზე ატარონ ქვეყანა.

მერე კიდევ გაბედოს “ბანკირმა“ და ათი ათასობით ადამიანი რომ ჰყავთ “იძულებით გაძევებული” ამ ქვეყნიდან ემიგრაციაში, იმიტომ რომ პროცენტებით ბანკებში ჩადებული ბინები გადაერჩინათ, ან თუ ვერ გადაარჩინეს დარჩნენ ქუჩაში და თან უცხოეთში!!!!

აი, ესენი ბედავენ ისაუბრონ მომავალი სახელმწიფოს შენებაზე და იმაზე რომ “უმცირესობა როგორ ახვევს თავის აზრებს უმრავლესობას!”

ეს “ბოლშევიკური სიბრძნე” რომ თავში აზრად მოგივა და ამის მერე თავი პოლიტიკოსი გეგონება!

და კიდევ ერთი რამ:

რა კარგია რომ ჩაიკოვსკიმ, ჭაბუკიანმა, ელტონ ჯონმა, მიქელანჯელომ და სხვებმა თავს მოგვახვიეს თავიანთი ნიჭი და შემოქმედება. წარმოიდგინეთ ხაზარაძის – ბრეგაძის ინტელექტის ამარა რომ დავრჩებოდით უმრავლესობა!“

 

თაკო ჩარკვიანი, პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარე

კომენტარები