„დავიღალე, ხალხო! ნუთუ, არ შეიძლება, ერთი ბინა მეღირსოს და არ მეშინოდეს ქუჩაში გაგდების?“

9 აპრილის გმირს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება

ლელა ვეფხვაძეს თბილისი და მთელი საქართველო კარგად იცნობს. მეტროში სიმღერით ირჩენს თავს, კვებავს მოხუც დედას, უსინათლო შვილს და შვილიშვილს. მერია ნაწილობრივ ქირის გადახდაში კი ეხმარება, მაგრამ საკუთარი ჭერის გარეშე ცხოვრება ტანჯვად ექცა. მთელი სიცოცხლე ჯერ ინტერნატი, დღემდე ქირით ცხოვრება და მოწყალების სათხოვნელად დილის ათი საათიდან საღამოს რვა საათამდე მეტროში ყოფნა გაუსაძლისია უკვე. დაპირებებით „სავსე“ ლელა მეტრომ დაავადა კიდეც. ახლა ისევ ნაქირავები ბინის განთავისუფლება უწევს ამიტომაც გაიძახის თვალცრემლიანი:

„დავიღალე, ხალხო! ნუთუ, არ შეიძლება, ერთი ბინა მეღირსოს და არ მეშინოდეს ქუჩაში გაგდების?“

 

რამდენიმე დღის უკან დაიწყო ლელა ვეფხვაძის დასახმარებლად სოციალური კამპანია.

ანგარიშის ნომერი …..საქართველოს ბანკი GE23BG0000000229621900 და თიბისი ბანკი GE97TB7334745061100056.

გთხოვთ შემოგვიერთდით.

 

კომენტარები