“რით ვერ დაიხსომეთ რომ ერთი ქვეყნის შვილები ვართ.

მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, ჩემს რელიგიაში ყველაზე მეტად, შემწყნარებლობა და მოყვასის პატივის ცემა მიყვარს.

წელიწადზე მეტია არ ვყოფილვარ ტაძარში, მხოლოდ ერთხელ ვარ ნაზიარები და არც აღსარება მეტანიებით ვიკლავ თავს. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ, ჩემს მრავალ ეთნიკურ ქვეყანაში მცხოვრები ნებისმიერი ეროვნების, აღმსარებლობის და ორიენტაციის მოქალაქე ჩემი და ან ძმაა.

ზუსტად ვიცი რომ ჩემი როგორც ქრისტიანის მოვალეობაა გვერდში დავუდგე და ერთნაირი პატივისცემით მოვეპყრო ღვთის სინაბარას დარჩენილ გლახაკს და უდიდესი კომპანიის დირექტორს.

მე მყავს სომეხი, ქისტი, აზერი ძმები და დები, მათით ვამაყობ და ვიცი რომ ნებისმიერ წამს დაუფიქრებლად გავწირავთ თავს ერთმანეთისთვის. მიყვარს ჩემი ყველა მოყვასი, მაგრამ სიყვარულთან ერთად ზიზღიც ვიცი და მეზიზღება ყველა ის კლავიატურის ლომი, რომელიც საოცარ ბოღმას აფრქვევს და წამლავს საზოგადოებას, მოგმართავ შენ ვინც შეურაცხყოფას აყენებ ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით ადამიანებს, შენ არც ეროვნება გაქვს და არც რელიგიურობა, სახელი და გვარიც კი არ დარჩება შენგან არასდროს.

ქრისტიანები, მაჰმადიანები, იუდეველები, ქისტები, სომხები, აზერები, ებრაელები, ყველა რასის და რელიგიის საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ნაწილი კი ერთად იდგნენ და ერთად იდგებიან ქვეყნის სამსახურში. შენ ხვალ წახვალ სამებაში ან სვეტიცხოველში ხატებთან ლამაზ ფოტოებს გადაიღებ, მეტრიან კელაპტარს დაანთებ მაგრამ,
მიუხედავად ამის არც შენ და არც შენს მიერ გადმოღვრილი ბოღმა ხვალ აღარავის ეხსომება.

ესაა ცხოვრების და მარადისობის კანონი.”

სპეციალურად “ნიუს21” – თვის

ჟურნალისტი ერეკლე ცოცანიძე (გერმანია)

კომენტარები