📍📍📍საქართველო ის ქვეყანაა სადაც სპორტი განსაკუთრებულად უყვართ,რამდენი სასიხარულო წუთები მოგვანიჭა თითოეულმა წარმატებულმა სპორტსმენმა?

რამდენჯერ ყველაზე ამაყები ვიყავით როცა საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა იწეოდა და ეროვნულ ჰიმნს ვუსმენდით🇬🇪🙏

რამდენი ემოციები,განცდები,გულის წყვეტა :(( ♥️მინდა გითხრათ, ნამდვილად არ არის ყველა მორგაბე კრიმინალური მენტალიტეტის და ნამდვილად არ არის ყველა მოჭიდავე ზონდერი.

ბევრი სტატუსი შემხვდა ,,შემაზარეს რაგბი და ჭიდაობაც ” კუნთმაგარი და გონება ჩლუნგებიო. სპორტსმენებო ყველასთან თხოვნა მაქვს, როგორც ერთი რიგით ქართველს ნუ აუცრუებთ ხალხს გულს,ნუ შეაძულებთ ხალხს თქვენ თავს,აკეთეთ თქვენი საქმე,თქვენი ძალა და ენერგია სპორტს დაახარჯეთ,მოიქეცით ღირსრულად ისე როგორც პროფესიონალ სპორტსმენს შეეფერამება,მხოლოდ ასე გახდებით წარმატებულები. მიბაძეთ ნამდვილ ჩემპიონებს და პიროვნებებს!🙏

ახალგაზრდებს სასიკვდილოდ ნუ იმეტებთ,ზოგადად უნდა დასრულდეს სპორტსმენების გამოყენება ნებისმიერი ხელისუფალისგან ერთხელ და სამუდამოდ. არ მინდა ისეთ საქართველოში ვცხოვრობდე სადაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი კრიმინალია და საქმეებს არჩევს.

ჩვენი მომავალი თაობები თქვენგან მაგალითს უნდა იღებდნენ შრომაში,სპორტში და არა ძველბიჭურ გარჩევებში.

გაუფრთხილდით სპორტის იმიჯს და გაუფრთხილდით სხვა სპორტსმენებსაც. შევეცადე ყველაზე ა-პოლიტიკურად გადმომეცა ჩემი გულის ტკივილი, ერთი მოქმედი სპორტსმენიც თუ მიიტანს გულთან ჩავთვლი რომ ტყუილად არ დამიწერია.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს,მართლა გვიყვარდეს ერთმანეთი,პატივისცემით მოქალაქე ირაკლი გვალია 💔🇬🇪⚽🙏

კომენტარები