“უძლიერესი გზავნილები ჰქონდა პრემიერ-მინისტრ გახარიას ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით.

1. მიწის სისტემური რეგისტრაცია 5 მუნიციპალიტეტში.

2. ფინანსური დახმარება ფერმერებისთვის. მათ შორის დიზელის ვაუჩერებით.

3. ტურიზმის გახსნა, ხელშეწყობა და ფინანსური დახმარება.

4. და სხვა.

1.1. ორი დღე ვეძებდი რაში მდგომარეობდა მიწის “სისტემური” რეგისტრაცია. ბოლო 5 დღეში სამი მიწის ნაკვეთი შევიძინე ვენახის გასაშენებლად და ისევ ისეთი “ბარდაკია” ამ სფეროში.

2.1. გუშინ თავპირისმტვრევა იყო გორის სოკართან დიზელის ვაუჩერების გასანაღდებლად და 60%-მა ვერ მიიღო.

3.1. “ვიზ ეარმა” ქუთაისიდან ყველა რეისი გააუქმა. ივანიშვილის კიდევ ერთი დაპირება – იაფად დაახვევთ ქვეყნიდანო, ფუჭი აღმოჩნდა.

4.1. და სხვა (“ძარღვიანი” მგლები კი არა, კი ვიცი რაც ხართ, მაგრამ…).”- წერს ” გამარჯვებული საქართველოს ” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი

კომენტარები