გუშინ გვიან ღამით, დაახლოებით სამი საათისთვის აგრესიულად განწყობილმა პირება განახორციელეს ტრანსგენდერი სექს მუშაკების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა. რის გამოც გამოვიძახეთ პოლიცია. ადგილზე გამოცხადდა საპატრულო ეკიპაჟი, რომელთა თანდასწრებითაც ბულინგს და სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.

პირადად მე, დამემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, მას შემდეგ რაც გადაღება დავიწყე ტელეფონით. მაშინვე დავუკავშირდი ნატა ფერაძეს რომელიც სოციალურ ქსელში შეეცადა მედიის ყურადღება მიექცია. თუმცა არავინ გამოგვეხმაურა) .

სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციის თანდასწრებითაც ხორციელდებოდა.

რასაც ყურადღება არ მიაქცია სამართალ დამცავმა ორგანომ. კილევ ერთი ეკიპაჟი გამოვიძახეთ, გამოცხადდა ასმეთაური რომელმაც ყველა დააკავა და ამინისტრაციული მუხლის დარღვევით გადაიყვანა.

ვიდეო და ფოტო მასალას არ მოყოლია გამოხმაურება. მედია მხოლოდ მაშინ ინტერესდება, როდესაც საქმე სკანდალს ეხება. რეალურად, ჩვენი პრობლემებით, მართლა ვერავინ ინტერესდება. ამიტომ მზად ვარ, ვიმუშავო მედია საშუალებებთან, (როგორც სამოქალაქო აქტივისტმა, რომელსაც მედია მისცემს საშუალებას ისაუბროს თავისუფლად ყველა პრობლემასა და კანონ დარღვევაზე.)

თუ გაბედავენ, ჰყავდეთ ტრანსგენდერი ჟურნალისტი შეუძლიათ შემეხმიანონ.

კომენტარები