📌”რუსთავში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა”🔺

დიახ მეგობრებო ემსხვერპლა, იმიტომ რომ ამ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც დათო ჰქვია ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. დიახ ემსხვერპლა იმიტომ რომ, ყველა ფსიქიტრიულმა დაწესებულებამ უარი უთხრა და კარი მიუჯახუნა. პირადად მივყევი ოჯახს თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში (ქავთარაძეზე) ავუხსენით პაციენტის მდგომარეობა, მაგრამ წარბიც არ შეუხრია მორიგე ექიმს, “ადგილი არ მაქვს და რა ვქნაო!! კითხვა რომ დავუსვი ვინ არის პასუხისმგებელი ამ მამაკაცის ოჯახის წევრების სიცოცხლეზე მეთქი ?! მხრები აიჩეჩა! შენთან გადმომამისამართა “ჩემო ქვეყანა”!

 

ეს ახალგაზრდა მამაკაცი ამ მდგომარეობამდე რუსთავის ქარხანაში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ მიიყვანა. ეტლს მიჯაჭვულმა ვერ გაუძლო ამდენ სტრესს და დიახ “გაგიჟდა”. ოჯახის წევრებს სახლის გადაწვით ემუქრებოდა. ეს ყველაფერი იცოდი შენ “აღმავლობის გზაზე მდგარო ჩემო ქვეყანა”, მაგრამ რა გააკეთე? როგორ დაიცავი ან ის ან დედამისი ან მისი და. როგორ დაიცავი მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც ასევე საფრთხეში აღმოჩნდნენ.

 

ადგილი არ გვაქვსო რომ გაიძახოდა მთელი თვის მანძილზე თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფო მერე ხომ გამოჩნდა “ლუქს პალატა “ “ოდნავ ზემოდან” რომ დაგირეკეს, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი! მერე ისიც კი გვითხარით, ინვალიდებს ჩვენ აქ ვერ მივხედავთ, გიჟები სცემენ და თავს ვერ დაიცავსო.

 

დიახ ვერ დაიცვა თავი, ფერფლად იქცა და ახლა მისგან არაფერია დარჩენილი. როცა ცეცხლი გაჩნდა სახლში, დედამისი დათოს ოთახისკენ წავიდა და დაინახა, როგორ ცდილობდა ცეცხლისგან თავის გადარჩენას მისი ინვალიდი შვილი, “ცოცხალი ვარ დედაო “- ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები, ვერ უშველა დედამ რომელსაც სიარული უჭირს მეგობრებო! ვერავინ უშველა:(

 

✔️”ეი შენ ჩემო ქვეყანა” მითხარი – მერამდენე შემთხვევა უნდა მოხდეს ადგილი გამონახო ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის შენ “საგიჟეთში”?

 

……რუსთავის ფსიქიატრიულში რომ დავრეკე ასე მითხრა მორიგე ექიმმა ადგილი არ გვაქვს, ჩვენი მუდმივი პაციენტიც კი ვერ მივიღეთ და თქვენ როგორ მიგიღებთო, ეს მაშინ როცა უკვე სასწრაფოს და პატრულის ეკიპაჟს პაციენტის გადმოყვანა უნდოდა თქვენს “საგიჟეთში”.

 

✅ დღეს მივედი ამ სახლში, სახლში რომლისგანაც არაფერია დარჩენილი. ამ სახლში მე დავიბადე და გავიზარდე, შემდეგ ცხოვრობდა ეს ბიჭი!

 

ზუსტად, ეს ახალგაზრდა, ეტლს მიჯაჭვული ბიჭი, დაიკიდა ჩემმა ქვეყანამ!

ამ სახლთან და ამ ბიჭთან ერთად დაიწვა ჩემი ბავშვობის ბევრი მოგონებაც.

და შენ მოკალი ის ჩემო ქვეყანა📌

le ni

კომენტარები