ხშირად სკეპტიკოსები ეჭვს გამოთქვამენ, თუ რა გაკეთდა თემურ შაშიაშვილის მერობის დროს ქუთაისში. ამ კითხვას ყველაზე უკეთ თავად ქუთაისლები გასცემენ პასუხს. Nestani Nebulishvili

“სვეტიცხოვლობაზე გითქვამთ , რომ კენჭს იყრით მაჟორიტარად ქუთაისში. ახლა წავიკითხე ეს და, ვფიქრობ, რამდენი რამ გააკეთეთ თუნდაც ბაგრატის ტაძრის აღდგენისათვის, მისი 1000 წლისთვის, იუნესკოს ნუსხაში გელათთან ერთად მოხვედრისათვის.

მარტო ეს? როგორ იბრძოდით, ქალაქს თავისი ბიუჯეტი ჰქონოდა, როგორ დადიოდით შუაღამითაც კი მის ქუჩებსა და დაწესებულებებში, რომ ყველაფერი რიგიანად ყოფილიყო, როგორ უუმჯობესებდით ცხოვრებას თანაქალაქელებს:

სუფთად ეცხოვრათ, სითბოში, სიმშვიდეში, ამისთვის მანკიერ სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ უკონტროლო დაჯგუფებებსაც კი უპირისპირდებოდით, თან – მარტო!..

როგორ ახარებდით პატარ-პატარა შეწევნით მოხუცებს, ბავშვებს, ინტელიგენციას, უპოვარებს, როგორ მართავდით საერთაშორისო კონფერენციებს, პლენერებს, ფორუმებს, როგორ ცდილობდით, ქუთაისს თავისი ნიშა ჰქონოდა დიდ სამყაროში…

ეს უმცირესი ჩამონათვალია, რასაც მერი და გუბერნატორი აკეთებდით და რაც ვერ დაინახა იმ ქალაქმა, რომლისთვისაც არაფერს იშურებდით: სხვა არჩევნების დროს და სხვა სიტუაციაში დაივიწყა, ის ირჩია დეპუტატად, რომელსაც არც იცნობდა და ვერც გაიცნო – მარტივი მედროვე…

გეკუთვნით მაჟორიტარობა? რა თქმა უნდა. მთავარია, ქუთაისელებმა გააკეთინ სწორი არჩევანი და ერთხელაც, დაფიქრებით ჰკითხონ თავს, ვის ენდობიან და რატომ!..”

კომენტარები