ჟურნალისტების საყურადღებოდ:

“თეა წულუკიანის ბრძანების თანახმად 15 ივლისამდე აკრძალული ჰქონდა ინვიტრო განაყოფიერების კლინიკებს უცხოელი პაციენტების მიღება.

დღეს ირკვევა, რომ აღნიშნული აკრძალვის გახანგრძლივებას წულუკიანი 2021 წლის იანვრამდე გეგმავს.

ეხლა დამირეკეს სხვადასხვა კლინიკის ექიმებმა და ვაპირებთ გაერთიანებული ძალებით წულუკიანის წინააღმდეგ სასამართლოში შევიტანოთ სარჩელი, რადგან ის ანგრევს და ანადგურებს აწყობილ სფეროს, ეკონომიკას, უმუშევრად ტოვებს ამდენი კლინიკის თანამშრომელს და ნერვებს აწყვეტს მოლოდინის რეჟიმში მყოფ პაციენტებს.

არცერთი კლინიკა ამ ქალის თავნებობის ატანას აღარ აპირებს. ყველა მზადაა როგორც იუსტიციის სამინისტროს წინ გამოსასვლელად, ასევე წულუკიანთან სამართლებლივ დავაში შესასვლელად.

პ.ს არ დაგავიწყდეთ:

ამერიკისა და ევროპის რეპროდუქტოლოგთა ასოციაციების Covid 19 გაიდლაინით მთელს მსოფლიოში ყველა კლინიკა შეუფერხებლად მუშაობს 1 მაისიდან.

გახარია საქართველოს მთავრობა

…სხვა ბიზნესებმაც დასკვნა აქედან გამოიტანეთ:

დაანგრიეს ტურიზმის სექტორი, დაანგრიეს სამედიცინო ტურიზმის სექტორი და დაანგრიეს სარესტორნო ბიზნესი და ანგრევდნენ ყველაფერს…

სტრასბურგში მოუწევს წულუკიანს იმის მტკიცება, რატომ აჩერებს კლინიკებს 2021 წლის იანვრამდე და შესაბამისად მიღებული ზარალის ანაზღაურებაც!”- წერს მარიამ კუკუნაშვილი

კომენტარები