“ეს არის ძალიან სახიფათო მცდელობა იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი მოქალაქის მიმართ გარკვეულწილად დამძიმდეს საქმე.

მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე პასუხი ქართულმა მხარემ დროულად უნდა გასცეს და გვითხრან, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ მისი კუთვნილი გაფორმებული იარაღიდან გახელაძეს ესროლა იმდენი ტყვია, რამდენსაც ასახელებს საოკუპაციო რეჟიმი და დე ფაქტო ხელისუფლება,” – აცხადებს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველო პროვოკაციაში დაადანაშაულა.

რუსული მხარე საქართველოსადმი მხარდამჭერი განცხადებების გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აკრიტიკებს.

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისა და ოფიციალურ მოსკოვთან, ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან არსებული დიალოგის ფორმატების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, ხვიჩა მღებრიშვილი რუსული ოკუპაციის მსხვერპლი 3 ივლისს, ხოლო ზაზა გახელაძე 10 ივლისს გახდა. ზაზა გახელაძე დაკავების დროს დაიჭრა კიდეც, თუმცა მას საოკუპაციო რეჟიმი შეირაღებული წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებს. უკანონო პატიმრობაში მყოფები ოკუპირებული ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

კომენტარები