ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩხოროწუ-ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე. პოლიციის მანქანა ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მანქანას წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს უფროსი მართავდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია მან გამოიძახა.

დაშავებული 85 წლის ქალი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად ქალის უყურადღებობა სახელდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის დაწყებული. საქმეს პროკურატურა იძიებს.

კომენტარები