მოქმედი პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა გორში მოხდა. შუახნის სამართალდამცველი, ზაზა ალავერდაშვილი 35 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობაშია ეჭვმიტანილი. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მოქმედი პოლიციელი გუშინ, გვიან ღამით დააკავეს.

ძალადობის მსხვერპლს შვილებით აშანტაჟებდა. ქალმა გენერალურ ინსპექციას მიმართა და შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიება ჩატარდა

ჩვენი ინფორმაციით, ზაზა ალავერდაშვილი თბილისში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მსხვერპლს კი გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.

საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. პირს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბრალს დღეს წარუდგენენ, რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს.

წყარო : მთავარი არხი

კომენტარები