“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრობს.

რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანული მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორმა, სერბეთმა, კიდევ ერთი სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს დახმარებით, სომხეთს სამხედრო ტვირთი მიაწოდა.

“მე შემიძლია პასუხისმგებლობით განვაცხადო შემდეგი – ბიძინა ივანიშვილი, როგორც ადრე იყო რუსული იარაღის ყველაზე მსხვილი კონტრაბანდისტი მსოფლიოში, იგი რჩება დღესაც ასეთად. მან საქართველოს ტერიტორია გადააქცია უკანონო იარაღის გადასაზიდ ტერიტორიად,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები