გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ახლობელი აცხადებს, რომ მანქანა ტყეში წინა ღამეს არის მიყვანილი და მისივე ვარაუდით, თამარ ბაჩალიაშვილს ადგილის ლოკაცია ვიღაცამ ჩაუგდო, რადგან ადგილობრივებიც ამბობენ, რომ გოგონა ადგილზე მისასვლელ კონკრეტულ გზას ეძებდა.

ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

“ეს მანქანა ადგილზე წინა ღამეს არის მიყვანილი, ალბათ პროტესტი რომ იყო, იმ დღეს მიიყვანეს. უკვე, როდესაც ვაპირებდით თამარის საძებნად წასვლას, სიურპრიზად დაგვახვედრეს. მობილური ტელეფონი გვერდით სავარძელზე იდო, თვითონ კი უკანა სავარძელზე იყო.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ თამარი იქ კონკრეტულ ადგილს ეძებდა, მისკენ მისასვლელ გზას. ლოკაცია ან წინასწარ მისწერეს, ან ჩაუგდეს ტელეფონზე მაშინ,”- აცხადებს ლიანა ვერაშვილი.

კომენტარები