“თბილისი პრაიდის” ოფისს კვერცხები დაუშინეს. ამის შესახებ, გიორგი თაბაგარი სოციალურ ქსელში წერს.

“ქვეყანა თავზე გვემხობა და ამის დრო არ არის ალბათ, მაგრამ ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორედ დაესხნენ თავს ჩვენ სამუშაო სივრცეს.

გუშინ დილით კვერცხები დაგვხვდა შესასვლელთან. დღეს უკვე წარსულში გატესტილი მეთოდი გამოიყენეს და გუდრონი შეასხეს ისევ შენობას.

პოლიცია მთელი თვე იდგა ჩვენ ოფისთან, რაც ერთის მხრივ დაცულობის შეგრძნებას ტოვებდა, თუმცა მეორეს მხრივ გამოუძიებელია ყველა თავდასხმის შემთხვევა. პირველ ჯერზე რომ სისტემას სათანადო რეაგირება ჰქონოდა ვანდალიზმის ფაქტზე (პოლიციის თვალწინ ჩაიდინეს თან) იგივე ალბათ არ განმეორდებოდა.

ძალიან დამღლელია უკვე ეს ყველაფერი. მშვიდად ცხოვრების და მუშაობის შესაძლებლობა გვჭირდება!

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი

Lela Akiashvili-Tsaizer” – წერს გიორგი თაბაგარი

Nino Lomjaria

კომენტარები