რაც ძალიან მეძვირფასება – ვერ დავკარგავ უკვალოდ!

———————————————————————-

35 წელია, რაც ჟურნალისტიკა არა მარტო პროფესია,

არამედ ცხოვრების მთავარი საქმე გახდა ჩემთვის,

რომლისთვისაც საკუთარი ცოდნა, გამოცდილება

არ დამიშურებია არასოდეს, ყოველთვის ვემსახურებოდი

საზოგადოებას იმის მიუხედავად, მამჩნევდნენ თუ არა,

ჰქონდა თუ არა ამ პროფესიას შემოსავალი, რომლითაც

ოჯახი უნდა მერჩინა, მთვლიდნენ ნორმალურად თუ არა!

სირთულეების მიუხედავად, ყველაფერი დანარჩენი

ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის! ამჟამად,

ახალი გამოწვევის წინაშე ვარ, წინააღმდეგობების

მიუხედავად, მხოლოდ გამარჯვების მოპოვება არის ჩემი

უმთავრესი ცხოვრებისეული მიზანი იმ გუნდთან ერთად

ვისთან ერთადაც ამ საქმეს უფრო მეტი მონდომებით და

პასუხისმგებლობით მსურს ვემსახურო. ჩემთვის არ

არსებობს არანაირი წინაღობა, მწირი ტექნიკის თუ სხვა სახის, რადგან კვლავ იბადება ტელევიზია ახალი სახეებითა და გადაცემებით, რომლის დამაარსებლებიც კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე და მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი იყვნენ. წინა წლებშიც მრავალმა ადამიანმა

ძალისხმევა არ დაიშურა, რომ ეს ტელევიზია ხალხის

 

ტელევიზიად ქცეულიყო. გაასმაგებული ძალისხმევით

 

გავაგრძელებთ ამ ურთულეს და საპასუხისმგებლო საქმეს!

 

ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ და მხოლოდ გამარჯვების

მოპოვება იქნება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის

უმთავრესი მიზანი!

პატივისცემით ვეფხია სამსონიძე,

 

თბილისი, 23 ივლისი, 2020 წელი;

კომენტარები