მესტიაში დაკარგული მოზარდს ანაკლიასა და ურეკშიც ეძებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის მაცხოვრებლები ორი ავტომობილით ანაკლიასა და ურეკში გადანაწილდნენ და 13 წლის ბიჭს სანაპიროებზე ეძებენ.

შავი ზღვის სანაპიროზე მოზარდის ძიების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მამამ გაიხსენა, რომ ის ამ ადგილებში ნამყოფია და შესაძლოა, იქ წასულიყო.

დილიდან განახლდა მისი საძიებო სამუშაოები სოფელ ლენჯერსა და მის მიმდებარედ. მაშველები და სამართალდამცავები ბიჭს დრონითა და სპეციალური ტექნიკით ეძებენ.

ამ დრომდე არ ვრცელდება ვერსია მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ილია ფილფანი ბოლოს საკუთარი სახლის მიმდებარედ მაშინ შენიშნეს, როცა ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა. გამოძიებას შსს თავისუფლების უკანო აღკვეთის მუხლით აწარმოებს.

კომენტარები