თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, პირველად სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა გამოქვეყნდა. დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილს ხილული ტრავმული დაზიანებები არ აღენიშნება, ასევე არ არის გამოვლენილი ძვლების ტრავმული დაზიანება.

“ჩატარდა გვამის პირველადი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში. მონაწილეობდა ცენტრი “ემპათია“-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი გალინა კარმუშინა.

ჩატარდა გვამის გარეგანი და შინაგანი დათვალიერება, რენტგენოსკოპიური კვლევა, აღებული იქნა ნიმუშები ჰისტოლოგიური და ტოკსიკოლოგიური ექსაპერტიზისთვის.

ჩატარებული კვლევების საფუძველზე ამ ეტაპზე შეგვიძლია განვაცხადოთ შემდეგი:

1. ხილული ტრავმული დაზიანებები არ აღინიშნება.

2. რენდგენოსკოპიული და შინაგანი გამოკვლევით ძვლების ტრავმული დაზიანება არ გამოვლინდა.

3. ცეცხლსასროლი და სხვა სახის ჭრილობები არ იქნა ნანახი.

4. გამოვლინდა შორსწასული მოგვიანებითი გვამური მოვლენები.

5. სხეულის ზედაპირული დაზიანებები სისხლნაჟღენთები და ტრავმული დაზიანებების სხვა შედეგების აღმოჩენა შეუძლებელი  იყო მკვეთრად გამოხატული და შორს წასული გვიანი გვამური მოვლენების გამო.

6. წინასწარი მონაცემებით, სიკვდილის ხანდაზმულობა 3-5 დღე.

7. სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოკსიკოლოგიური კვლევის შედეგები

8. რეკომენდირებულია კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით.

კომენტარები