მესტიაში მოზარდის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 13 წლის ბიჭის კვალის მიგნება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. პროცესში ჩართულია 50-მდე მაშველი.

მოზარდს სპეციალური ტექნიკით, მათ შორის დრონების საშუალებითაც ეძებენ. პროცესში ჩართული იყო ვერტმფრენიც.

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან შაბათს დილით ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

კომენტარები