თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მისი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი საქმეში ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველმა ამ თხოვნით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართა.

მიხეილ რამიშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ფედერალური ბიუროს ექსპერტების დახმარებით უნდა მოხდეს პროგრამისტის კომპიუტერის გახსნა.

მიდის კონსულტაციები, თუ რა ფორმით შეიძლება მოვახერხოთ და ამერიკის ფედერალური ბიუროდან ექსპერტები ჩამოვიყვანოთ, სრულად იცის გამომძიებელმა, რომ თუ მოხდება ავტომობილის ექსპერტიზა ჩემი თანდასწრების გარეშე პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას და ძალოვან სტრუქტურებს, – თქვა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის თქმით თუ კითხვებს პასუხები არ გაეცემა და გამოძიება სწრი გზით არ წავა, დავა სტრასბურგში გადაინაცვლებს.

კომენტარები