რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ტახტრისძირიდან გუშინ, 5 აგვისტოს საღამოს, სოფლის განაპირა ტერიტორიიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე გაიტაცეს. ის დღეს დილითვე გაათავისუფლეს.

პარალელურად, გრძელდება ამ სოფელთან ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. ანტისაოკუოპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” წევრებმა ბორდერიზაციის მიმდინარეობის კადრები 26 ივლისს გამოაქვეყნეს, მანამდე ხელისუფლება ამ ფაქტს მალავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახლა მავთულხლართებს მიღმა ექცევა კიდევ 5 ჰექტარი მიწის ფართობი. მანამდე კი მარტში რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართებს მიღმა მოაქციეს კიდევ 15 ჰექტარი ტერიტორია. იმ ტერიტორიებიდან, სადაც მავთულხლართები გავლებული არ არის, მოსახლეობას რეგულარულად იტაცებენ.

კომენტარები