“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ისანში ხატია დეკანოიძის მაჟორიტარობის კანდიდატად დღევანდელ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. ვაშაძის თქმით, “ენმ-მ” შეთანხმება დაარღვია.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” კვლავ გატეხა სიტყვა, დაარღვია შეთანხმება და ეს არის ძალიან სამწუხარო. რაც შეეხება ისანს, ისანში გაიმარჯვებს ყველაზე ღირსეული. ამას თქვენ თვითონ ნახავთ, – აღნიშნა ვაშაძემ.

კომენტარები