პოლიტიკური პარტია „თეთრები“ იწყებს საარჩევნო კამპანიას.
პრესრელიზი საინფორმაციო საშუალებებისთვის:
ხვალ, 1 სექტემბერს, პოლიტიკური პარტია „თეთრები“მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში (მ.ბერძენიშვილის N1 კუს ტბის ასასვლელში) პარტიის კონგრესზე, აცხადებს საარჩევნო პროცესის დაწყებას.

„ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ. „თეთრები“ იწყებენ მეცნიერებით და იმარჯვებენ ხალხთან ერთად“

– ამ განწყობით ტარდება კონგრესი და როგორც „თეთრების“ ლიდერები აცხადებენ, ხვალ საზოგადოება შეიტყობს ბევრ ისეთ რამეს, რასაც ანალოგი არ აქვს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.
კონგრესი ორ ნაწილად გაიმართება. საორგანიზაციო ნაწილი (პარტიის თავმჯდომარის, მმართველობის ორგანოების, საარჩევნო შტაბის თავმჯდომარის არჩევა) დაიწყება 17 საათზე,
ხოლო 18 საათზე დაიწყება მისი პოლიტიკური ნაწილი, რომელზეც გაკეთდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადებები.
ამ საკითხებზე ისაუბრებს დღეს, 4 საათზე, თემურ შაშიაშვილი ტრადიციულ ფეისბუქკონფერენციაზე.

კომენტარები