”პუტინის პაიკის პაიკები მიხეილ სააკაშვილზე გავეშებულები საუბრობთ:

ვერ ინელებთ მიშას გულწრფელობას, რადგან თავად არ შეგიძლიათ;

ვერ ინელებთ მიშას აღმშენებლობას, რადგან ამის უნარი არ გაგაჩნიათ.

ვერ ინელებთ მიშას ხედვას უკეთესი საქართველოსთვის, რადგან თავად არანაირი ხედვა არ გაგაჩნიათ, გარდა სიძულვილის, ღვარძლის, შურისა და ბოღმის.

8 წლის შემდეგ და თქვენი ხელისუფლების დასასრულს, ზუსტად იგივეს ვისმენთ, რასაც 2012 წლის საპარლამენტო სხდომებზე.

ივანიშვილი არჩევნებს მის მორიგ ტრიუკად აღიქვამს, სადაც დააშინებს ან მოისყიდის!

ცვლილებების დროა, ამ ცვლილებების ავანგარდში კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი იქნება” – თინა ბოკუჩავა

კომენტარები