საქართველოში ეპიდსიტუაცია ნელ-ნელა რთულდება. დღეს ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი – 45 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 23 აჭარას უკავშირდება. 

მარინა ეზუგბაიას თქმით, აჭარაში გაზრდილია დაინფიცირების მაჩვენებელი და ის უკვე წითელ ზონას მიეკუთვნება.

“აჭარაში ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარა უკვე წითელი ზონაა და იქ, ალბათ, დამატებითი ღონისძებები იქნება გასატარებელი – ეს არის რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების მეტად გაფართოება” – ამბობს ეზუგბაია.

კომენტარები