სატელიტის კადრებში ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 19 ივლისს ტყეში არ იდგა.

ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა, 23 ივლისს კი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ადვოკატმა რამიშვილმა “პოლიტმეტრში” განაცხადა, პროკურატურას არაერთხელ მიმართა 18-22 ივლისის სატელიტის კადრების აღმოღების თხოვნით;

თუმცა პასუხს იღებდა, რომ ღრუბლიანი ამინდები იყო და არაფერი გამოჩნდებოდა.

რამიშვილის თქმით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც არაერთი მცდელობის შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაეხმარნენ და მიაწოდეს სატელიტის კადრები.

ადვოკატი ამბობს, რომ შემთხვევის ადგილის კოორდინატები გადამოწმებულია და სატელიტის კადრები ზუსტად შემთხვევის ადგილს ასახავს.

გამოკვლევის თანახმად, 19 ივლისის მდგომარეობით მანქანა შემთვევის ადგილას არ დგას, სხვა დღეები კი ღრუბლიანი იყო და სატელიტის კადრები გარჩევადი არ არის.

რამიშვილის აზრით, ამ კადრებით დასტურდება, რომ მანქანა იმ ადგილზე მოგვიანებით არის მიყვანილი.

კომენტარები