2 თვის წინ დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის ოჯახის წევრები დღეს შს მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ და ვლადიმერ ბორცვაძესთან ძებნის ოპერაციის დეტალებზე ისაუბრეს. დაკარგული ბიჭის მშობლები მოითხოვენ, რომ ძებნა ოკუპირებულ რეგიონებშიც გამოცხადდეს, ასევე, უწყება დაინტერესდეს ხომ არ გახდა ილია ფილფანი ტრეფიკინგის მსხვერპლი.

 

ვერანაირი ვიდეო ჩანაწერი ვერ იპოვეს, არსებობს ვერსია, რომ ბავშვი ქვეყნის საზღვრებს გარეთაა გასული. არის აფხაზეთის და ოკუპირებული ცხინავლის ფაქტორები. ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ მას დაეხმარნენ ქვეყნის დატოვებაში ან გაიტაცეს, – ამბობს ბავშვის მამა.

კომენტარები