აღმოსავლეთ პაკისტანში, ქალაქ ლაჰორის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 37 წლის ასიფ პერვაზს „მკრეხელური ტექსტების“ გამო, სიკვდილით დასჯიან, – ამის შესახებ Aljazeera წერს.

ბრალდებული პატიმრობაში 2013 წლიდან იყო. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მისი ჩვენება, რომელშიც ის ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ხელმძღვანელი მას რელიგიის შეცვლასა და ისლამის მიღებას აიძულებდა, თუმცა, ამას არ დათანხმდა.

მომჩივანი იმ ქარხნის ზედამხედველია, სადაც ასიფი მუშაობდა. დაკავებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ხელმძღვანელი მას მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც სამსახური მიატოვა და უარი თქვა რელიგიის შეცვლაზე.

imedinews. ge

კომენტარები