⛔”ავმაღლდეთ პირად ინტერესებზე, გადავდოთ პიროვნული ამბიციები და ვიფიქროთ ქვეყანაზე,დღეს საქართველოში თუ არ მოვიდა სუფთა ეროვნული პოლიტიკური ძალა,იმაზე უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ვიდრე დღეს არის საქართველო და ქართველი ერი ❗

დიდი გონიერებაა საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიდეს და ამას მხოლოდ პროფესიონალები შეძლებენ მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობით ❗

31 ოქტომბერს უნდა ავირჩიოთ ისეთი პარლამენტი რომელიც წინა პლანზე წამოწევს ეროვნულ იდეოლოგიას,ეროვნული სიმდიდრის დაცვას და მიწის კანონის რეგულაციას.დამოუკიდებელი სასამართლოს და იბრძოლებს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვისთვის.კანონისა და კონსტიტუციის ცვლილებები მხოლოდ რეფერენდუმის გზით უნდა გახდეს შესაძლებელი.

გარე ძალებიდან მართული პოლიტიკური სპექტრი ან ხელისუფლება ქვეყანას სიკეთეს ვერ მოუტანს, ისინი იმავე გარე ძალების ინტერესებს ემსახურებიან და საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას.❗

21 მილიარდია გარედან შემოსული ,რაც არა ხალხის კეთილდღეობას, არამედ პოლიტიკოსთა და ხელისუფალთა ინტერესებს ხმარდება ❗

პოლიტიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლები უზომოდ მდიდრდებიან და არა მარტო მილიონერები მილიარდერები ხდებიან. ხალხი კი უკიდურესად ღარიბდება ❗

გარბის ქვეყნიდან ქართველი ერი,რათა უცხო ქვეყანაში იპოვოს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ,რათა არჩინოს ზურგს უკან დარჩენილი ოჯახის წევრები,დაეხმაროს ახლობლებს.❗

მეტროთი დავდივარ ხშირად და საზოგადოებრივი ტრანსპორტით,ვხედავ უმრავლესობა როგორი გასაცოდავებულია,თითქოსდა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ათობით ხელგამოწვდილი რომ შეგხვდება დღის განმავლობაში ❗შრომისუნარიანი ჯანსაღი ძალა გადის ქვეყნიდან და ქვეყანაში რჩება ძირითადად უმწეო ბავშვები დედის გარეშე და მოხუცი მშობლები შვილების გარეშე.სამაგიეროდ უცხო მრავლად შემოდის საქართველოში.❗

კატასტროფულად იცვლება დემოგრაფიული სურათი,თუ ასე გაგრძელდა რამდენიმე წელიწადში ქართველები უმცირესობაში აღმოვჩნდებით საკუთარ ქვეყანაში❗

ეკონომიკურმა კრიზისმა პიკს მიაღწია.განვითარებული ქვეყნიდან გადავიქეცით განვითარებად ქვეყანად.ძირითადად უცხოური პროდუქტი შემოდის საქართველოში და ადგილობრივი პროდუქტი მცირე რაოდენობით თუ იწარმოება. უცხო პროდუქტის გამსაღებელ ბაზრად გადავიქეცით.ამას ემატება ლარის ინფლაცია და ყოველდღიური ფასების ზრდა.ქაოსია პროდუქტიულ-სამეწარმეო ბაზარზე ❗სრული უკონტროლობაა ასევე სააფთიაქო ქსელში წამლების ფასებზე❗ჯანდაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას,რადგან ავადმყოფს ხშირად არ აქვს სამკურნალო თანხები.ირღვევა ადამიანის კონსტიტუციური უფლებები:საარსებო მინიმუმის უფლება,სიცოცხლის უფლება ,თავისუფლების უფლება❗არასამართლებრივი ქვეყანა ვართ სადაც უთანასწორობის შეგრძნება აქვს თითოეულ მოქალაქეს ❗

სისტემა რომელიც ადამიანებს ართმევს ღირსეული ცხოვრების უფლებას და აყენებს მოქალაქეებს არათანასწორ პირობებში დასანგრევია ❗ და ეს სისტემა სწორედ იმ პოლიტიკურმა სპექტრმა შექმნა რომელმაც ოცდაათი წელი მართა ეს ქვეყანა პოზიცია-ოპოზიციის სახით.შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება ,ესენი ყოველთვის კოჰაბიტაციაში იყვნენ ერთმანეთთან და ხალხს საარჩევნოდ ბულბულის ენით ესაუბრებიან,სამოთხის შექმნას პირდებიან დედამიწაზე და არჩევნების შემდეგ ხალხს ივიწყებენ და პირად ცხოვრებას “მეფურად “იწყობენ.ერთმანეთს ბრალს სდებენ კორუფციაში ,ქვეყნის მოღალატეობაში და ერთმანეთსაც ასაზრდოებენ ისე რომ პასუხს არავინ არაფერზე აგებს ❗ ეს პოლიტიკოსები გველის პერანგივით იცვლიან ტყავს და ახალ ტყავში მოგვევლინებიან ხოლმე❗

დროა შევცვალო ❗❗❗❗”

ლუარა ნიჟარაძე

კომენტარები