ვცდილობ ესეთ თემებზე არაფერი დავწერო, მაგრამ ძალიან ვწუხვარ და გაბრაზებული ვარ გორში ნაცემი ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების გამო, რომელიც 3 თვის წინ რესტორანში სასტიკად იქნა ნაცემი მოკრივე კანდელაკის შვილის მიერ.

საქართველოში თავში ავარდნილი მამების გაზულუქებული შვილების პრობლემა არახალია. ისეთი მამების, საკუთარ შვილებს გინებას ბავშვობიდან რომ ასწავლიან, დასავაჟკაცებლად “ქალებში” რომ თვითონ მიჰყავთ, ჯიბეში ფულის შეკვრას რომ ჩაუტენიან სხვების დასანახად და “მამა ენაცვალოსო” სუფრაზე რომ გამოაცხადებენ.

შვილებს სიკეთის კეთება უნდა ვასწავლოთ, დიდსულოვნება და მოთმინება, დაჩაგრულის დაცვა და არა სუსტის ჩაგვრა, ჯარში უნდა გავუშვათ და არა რესტორანში თუ “ქალებში”. საღამოს ოჯახურ ვახშამზე სწორ ფასეულობებზე უნდა ვესაუბროთ. ბევრი სხვა მარტივი რამის ჩამოთვლა შეიძლება, რასაც არ ვაკეთებთ… და შედეგიც ვნახეთ – კიდევ ერთი დაკარგული სიცოცხლე.

კომენტარები