თაკო ჩარკვიანის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ დედას, რომელიც ასევე კორონავირუსით არის ინფიცირებული, ექთნები უყვირიან და შეურაცხყოფას აყენებენ. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა.

დილის კვება შედის 13:00 საათზე. ფოტოებს არ ვდებ დედას გამო, მომვლელი შვილივით მშვიდი რიტა, რომელსაც კოვიდი დაუდასტურდა და მხოლოდ ახლა შევაყვანინე დედა მასთან და უფრო მშვიდად ვარ, გაგიჟებულია, 3 დღეში დედა შეიყვანეს ნაწოლებით, ვიდეოზე ჩამიწერეს როგორ უყვირიან ექთნები დედას(, რომელიც უსინათლოა სრულიად და ბუნებრივია ფსიქოლოგიურად ითხოვდა ახსნას, სად იმყოფებოდა, რატომ არ ვიყავი მე მასთან, ან რატომ არ იყო იქ მომვლელი)

აი რატომ ვღელავდი ასე დედაზე, თითქოს გული მიგრძნობდა, მომასმენინეს გოგოებმა , როგორ უწოდებენ მას “გიჟს”, ჩემს ტვინით გატენილ დედას, რომელსაც დემენცია არ აქვს და აქვს სრულიად საღი აზროვნება, უბრალოდ უსინათლო მოხვდა მარტო კლინიკაში და ბუნებრივია კითხვები ჰქონდა და ფორიაქი, ყველანაირი მისი წამალი შევაგზავნე, რასაც სვამს.

ეს რესპუბლიკური საავადმყოფო ეკუთვნის საპარტნიორო ფონდს, ხელმძღვანელობას, რომელსაც ასე ჰყავს მიშვებული პერსონალი არ უნდა იმყოფებოდეს ამ პოსტზე, არიან გამონაკლისი კარგი ექიმები, მაგალითად: ნათია ცხაკაია, აბო (გვარი არ ვიცი სამწუხაროდ, მენეჯერი მირანდა კარგი პიროვნება ძალიან)

ახლა მივმართავ რესპუბლუკურის ხელმძღვანელობა, ჩათვალეთ, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე “ბოლომდე ჩაგყვებით) , რომ არ გაბედოთ ადამიანებს და თან პლუს მოხუცებს ოდესმე ასე მოექცეთ

(გედი ფოფხაძეს ვუსმინე გუშინ ასევე რესპუბლიკურისგან – მათი უმსგავსობისგან “ გაგიჟებულს”) ყველა არამზადა არ შეიძლება ექიმი იყოს, (პარტნიორთა ფონდი დიდი ხელფასებით, დავით საგანელიძევ, 28 ათასი ხელფასით როგორ ხართ?) ტელევიზიებით მოგადგებით ადგომიდან პირველივე დღეს! რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობას მიხედეთ ხელისუფლებავ! მე მივხედავ მაგის გარანტიას გაძლევთ!”- წერს თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები