გუშინწინ ვიყავი გადაცემა თვითიზოლაციაში სადაც იყო რუბრიკა ბლიც კითხვები და დაისვა კითხვა:

ვინ არის ყველაზე ცუდი ქართველი?

ჩემი პასუხი იყო გურამ შარაძე.
მოკლედ რაშია საქმე:

ეს იყო მექანიკური შეცდომა და რატომ…

პაპაჩემი იყო ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმის დირეკტორი( ისიც ილია ბეროშვილი) წლები და ფაქტიურად მთელი ბავშვობა მესმოდა ილიაზე ისტორიები განსაკუთრებით მისი მკვლელობა ძალიან მტკივნეული იყო მაშინ და,რომ გავიზარდე კიდევ სხვანაირად, უფრო გააზრებულად…
იქიდან გამომდინარე ,რომ გურამ შარაძე იკვლევდა ილიას მკვლელობის საქმეს ( სხვა ბევრ რამესთსნ ერთად)
თავში ამომივარდა შარაძე,როცა ვაპირებდი,რომ მეთქვა ბერბიჭაშვილი:(

ბავშვობიდან მისი სახელი ანუ გურამ შარაძის და ის საშინელი მკვლელობა ერთად ხშირად მესმოდა და ამან გამოიწვია ეს შეცდომა!

ბოდიშს ვუხდი მის გარემოცვას და ყველას ვინც იცნობდა ცხონებულ გურამ შარაძეს ან ვინც უბრალოდ მას პატივს სცემდა.

ეს იყო ბლიც კითხვები და რომ არ მენახა ჩანაწერი მას შემდეგ რაც შინაურმა მითხრა,რაც ვთქი შეიძლება ასეც დარჩენილიყო.

წერს, ილია ბეროშვილი

კომენტარები